01:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 17:30:57, 679 ნახვა

პოლიტიკა
ბორელი კობახიძეს - თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ საქართველომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, აქ, ბრიუსელში ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და ეს იმის ნიშანია, რომ ევროპული გზა ძალიან სერიოზულად აირჩია საქართველომ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, საქართველოს და ევროკავშირს ერთობლივად აქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას გულისხმობს.

„ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით პირველი ვიზიტი. ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს საუბარი, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს იმას, რომ ერთობლივად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება იმ უცვლელი გზის მიმართ, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცაღა საქმე იწყება ახლა, თქვენს შემთხვევაში და ეს საჭიროებს ახალ ძალისხმევას, გაძლიერებულ პასუხისმგებლობას მთავრობის მხრიდან, პოზიციას, რომელიც ყველას მხრიდან იქნება გასათვალისწინებელი. ყველა პირი, ყველა ქართველი, ყველა სექტორი უნდას იყოს ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics