|
2024-02-17 11:58:37, 769 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობას გაეცნო. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო აქტივობებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო 7 სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, 200 ევროკავშირის სამართლებრივი აქტიდან საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 130-ზე მეტ ნორმატიულ აქტთან, რომელიც ფარავს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხებს, რომელთა უდიდესი ნაწილი ამოქმედებულია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე, სოლომონ პავლიაშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო: სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების საკითხებს; სურსათის უვნებლობას, ვეტერინარიასა და ფიტოსანიტარიულ პოლიტიკას; ქვეყნის მასშტაბით, მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაციის სისტემის შექმნისა და ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს; გარემოსა და კლიმატის სექტორში ადმინისტრაციული და ინსპექტირების შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს; საქართველოს კანონს „წყლის რესურსების მართვის შესახებ,“ რომელიც ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას ეფუძნება; გარემოსდაცვითი ინფორმაციის ფართო საზოგადოებისთვის მიწოდების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს; ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს „სამრეწველო ემისიების შესახებ“; ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებას.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)