|
2024-02-16 22:08:30, 1141 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო, მათ შორის სხალთის ხეობაში და ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცივაძეებში. "მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა. გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. ასობით ლოკაციაზე განხორციელდა მეწყრული მასის და ზვავის გაწმენდა. ამ ეტაპზე გაწმენდილია 137 მიმართულება და სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სამუშაოები დარჩენილ დამეწყრილ მონაკვეთებზე, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს დამეწყრილი ტერიტორია ასეულობით ლოკაციაზე. გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად გატარდება შემდგომი ღონისძიებები. მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა. მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)