|
2024-02-16 17:26:59, 951 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი მწვრთნელი წარადგინა - ნაკრების მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეკსანდარ ჯიკიჩი გახდა. ახალი მწვრთნელი საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ წარადგინა. ალეკსანდარ ჯიკიჩი სერბი სპეციალისტია, რომელიც 20 წლიანი კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა დროს სერბულ (პარტიზანი, ბეოვუკი), სლოვენიურ (ოლიმპია, კრკა), ლიტვურ (რიტასი), მონტენეგროულ (ბუდუჩნოსტი), ესპანურ (ესტუდიანტესი) და ისრაელურ (აპოელი) კლუბებს წვრთნიდა. 2014-2015 წლებში კი ის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო. „ჩვენი მიზანი ევრობასკეტი 2025-ზე მოხვედრაა. რაც შეეხება ზაფხულში გასამართ ოლიმპიადის შესარჩევს, დაპირებები არ მიყვარს. არც წინასწარმეტყველი ვარ. კალათბურთელებისგან ერთს ვითხოვ – მოედანზე ყველაფერი ჩადონ გამარჯვებისთვის... ლეგიონერების გამოსვლასა და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ყურადღებით ვადევნებდი თვალს. გავიარე კონსულტაციები მწვრთნელებთან და ასე შევარჩიე გაფართოებული შემადგენლობა. თუ რომელიმე კალათბურთელი თამაშით დაამტკიცებს, რომ მე შევცდი და ნაკრებში თამაშს იმსახურებს, მას აუცილებლად მივიწვევთ”, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა. "კონტრაქტი 2025 წლის ევრობასკეტის ციკლზეა მორგებული - მოიცავს მის საკვალიფიკაციო ტურნირსა და ფინალურ ეტაპს. 2025 წლის შემოდგომაზე მხარეები კონტრაქტის გაგრძელების საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებენ", - აცხადებენ კალათბურთის ფედერაციაში. საქართველოს ნაკრებში ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტები ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იქნებიან, რომლებიც ამ პოზიციაზე წინა მწვრთნელთან, ილიას ზუროსთან ერთადაც მუშაობდნენ. "საქართველოს ბანკი" საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორია.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)