02:34 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-15 17:52:22, 636 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება

მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრებს, მათ შორის პარტიის წარმომადგენლებსა და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართავს.

"მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ მირქმის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს და მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ.

მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალური მობილიზაცია, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი.

გავიმეორებ - ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ ირაკლი კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს",- თქვა ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics