|
2024-02-13 12:45:41, 775 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა სააკაშვილი ციხეშია
წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხებოდა. “ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტზე და გამოწვევაზე, რომელიც აქვს "გამარჯვების კოალიციას", "ნაციონალურ მოძრაობას", ეს საკითხები შეეხებოდა: წარმოუდგენელია, კონკურენტულუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში. მეორე - ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს... მესამე - მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებულო ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი... ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების და საქართველოს მოქალაქეებს ვპირდები, რომ ივანიშვილის მანიპულაცია ვერ შეძლებს მანიპულაციას. მთავარია, რომ ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილა. ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს. უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც",- თქვა ხაბეიშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)