|
2024-02-13 10:05:50, 540 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს მსახიობები ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ტიმოფეი კულიაბინის სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ (ლატვიური „დაილეს“ თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია) იხილონ. "სპექტაკლი 22 და 23 მარტს, გრიბოედოვის თეატრში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. 23 მარტს, 12:00 საათზე, თეატრ სახელოსნო 42-ში ჯონ მალკოვიჩი და ინდებორგა დაპკუნაიტე პროფესიონალებთან და მაყურებლებთან შეხვედრას გამართავენ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2009 წელს თბილის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. 15 წლის განმავლობაში ფესტივალმა 200-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიეტუვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი, უკრაინა. ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი, ლუკაშ ტვარკოვსკი, ნინო ხარატიშვილი. საქართველოში ასევე იმყოფებოდნენ ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც სწორედ თბილისის თეატრალურმა ფესტივალმა გაუხსნა გზა საერთაშორისო აღიარებისკენ, მაყურებლის ჯამური რაოდენობა კი 77 200-ს გასცდა",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)