|
2024-02-11 12:11:10, 819 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორები. "შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კანადეის ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული კომპლექსური გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აშშ-ის მხარის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მან ხაზი გაუსვა სამინისტროსთვის სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და სანაპირო საზღვრის დაცვა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენცია. შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერისათვის",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)