|
2024-02-10 14:37:58, 1093 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ნერგეეთის სტიქიაზე - სამომავლოდ ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე
ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნერგეეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება. "ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე, გავეცანით ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა იქნება მიღებული. სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს, კომპენსაციები სადაც არის საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. ნუ, თვითონ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც დასრულდება დღეს, ხვალ. საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას. ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს ეს სისტემები, დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული" - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა დღეს ჩავიდა. სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, გვიან ღამით ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს. სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)