|
2024-02-10 12:41:17, 1015 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - პარტიის ოფისის მშენებლობაზე მანიპულაციური ანონსი გავრცელდა
პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტიის ახალი ოფისის მშენებლობაზე კიდევ ერთი მანიპულაციური ანონსი გავრცელდა. "ქართული ოცნება" განცხადებასთან ერთად აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სიუჟეტის ავტორს დეტალურ განმარტებას აძლევს ახალ ოფისთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე. როგორც პარტიაში აცხადებენ, "მიუხედავად ამისა, ინტერვიუს მცირე ნაწილი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს". "გავრცელდა კიდევ ერთი ყალბი, მანიპულაციური ანონსი „ქართული ოცნების“ ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, სიუჟეტის ავტორს დეტალურად განუმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს. მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. მიუხედავად ამისა, ანონსში საუბარია იმაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს, შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან და ა.შ., მამუკა მდინარაძესთან ჩაწერილი ინტერვიუს მცირე ნაწილი კი ისეა დამონტაჟებული და წარმოდგენილი, რომ მისგან მაყურებელმა რეალური ინფორმაცია ვერ მიიღოს და ანონსში გადმოცემული სიცრუე დაიჯეროს. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ვაქვეყნებთ სრულად, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, რითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდება, როგორი არაეთიკური, უხეშად მანიპულაციური მეთოდებით და ყოველგვარი ჟურნალისტური და მორალური სტანდარტების დარღვევით იბრძვიან კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები" - ნათქვამია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)