|
2024-02-09 11:32:53, 803 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გვარამია რომელი ახალი სახეა? თუ რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, ყველაფერი გააკეთა
გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა,- ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია, სავარაუდოდ, პარტიას ქმნის, რომელსაც „ახალი“ ერქმევა. კალაძის განცხადებით, „ახლებად მოაქვთ თავი ადამიანებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ". „მე „ძველს“ მივუმატებდი, ალბათ, ეს იქნებოდა უფრო სწორი. გვარამია რომელი ახალი სახეა? მთელი ამ წლების განმავლობაში თუ რამე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქრო, იკადრო, დააბრალო, ყველაფერი გააკეთა. გვახსოვს ყველას, რა განცხადებებს აკეთებდა თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როგორ მოიხსენიებდა მას? გვახსოვს ის სიუჟეტები, სადაც ისეთი რამეები იკადრა, ისეთებს გვაბრალებდა, პირადად მე, ჩემს ოჯახს; გვახსოვს, როდესაც გენერალური პროკურორი იყო, რას კადრულობდა ეს ადამიანი? ყველა, ვინც დღეს წარმოადგენს რადიკალურ ოპოზიციას, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანები. დღეს შეიძლება მათ თავიანთმა პატრონებმა უთხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან გაფუჭებული პარტიაა რეპუტაციული თვალსაზრისით, ძალიან დამძიმებულია თავისი წარსულით, იმ ბოროტებით, რომელიც მან ჩაიდინა მართვის დროს. ამ ყველაფერს პარტია თავისით ხომ არ აკეთებდა, ესენი იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ. ცხადია, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც იმ ბოროტებას ჩადიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს უნდათ, ეს ადამიანები წარმოაჩინონ ახალ სახეებად. შეიძლება დაარქვან „ლელო“, „გახარიები“, „დროა“, აგერ, „ახალი“ დაურქმევიათ... მცდელობა არის ერთი: საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, უთხრან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსული და ახალი სახეებით, ახალი ენერგიით უნდა ჩამოყალიბდეს ახალი პარტია. ვინ არიან სინამდვილეში ეს ადამიანები? ისევ ისინი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვადასხვა სახით. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება კითხვას, რა შანსი ექნება აღნიშნულ პარტიას 2024 წლის არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ „საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და შესაბამის ადგილს მიუჩენს". „ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს არსებულ სიტუაციას. როდესაც ვამბობდით, რომ არის ზეწოლა ხელისუფლებაზე, მითითებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს, რომელიც დამაზიანებელი იქნებოდა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის, ეკონომიკისთვის. ზუსტად ეგ უნდოდათ, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა და შემდეგ მოსახლეობა დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, იმიტომ, რომ როდესაც შენ ხარ ხელისუფალი, გაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, გაატარო სწორი პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში სჭირდება შენს ქვეყანას და შენს ხალხს. ზუსტად ამიტომ აგირჩია ხალხმა. ჩვენ რომ გადაგვედგა არასწორი ნაბიჯი, ხალხს ექნებოდა ლეგიტიმური უფლება, დაპირისპირებოდა ხელისუფლებას. ზუსტად ეგ იყო გათვლა. იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ არიან ეს ადამიანები, რომელნიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ და „ახლებად“ მოაქვთ თავი. რომელი ახალია გვარამია, უსუფაშვილი, სამადაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს სია უსასრულოა და შეგვიძლია გავაგრძელოთ. ხალხი კარგად ხედავს, ვინ რას წარმოადგენს, ვის ემსახურებიან. ერთი რამ ცხადია, რომ ამ ქვეყანას არ ემსახურებიან და არ აქვთ სურვილი, გაატარონ ამ ქვეყნის ინტერესი და დაიცვან ის. თავიანთი ქმედებიდან გამომდინარე ჩანს ეს ყველაფერი. მათ ჰყავთ თავისი პატრონი, აქვთ თავიანთი ინტერესი და ეს ინტერესები აცდენილია სახელმწიფო ინტერესს. ხალხი, საზოგადოება მათ მიუჩენს შესაბამის ადგილს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)