|
2024-02-09 10:59:37, 999 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, დღეს სალომეს რაღაც იქნება - ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს
ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ „არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ". „ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?“ - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, თუმცა ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. „საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა - შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“, - დასძინა დედაქალაქის მერმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)