07:07 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 17:22:11, 669 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და ბუნებრივია გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.

კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

„რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ დამსახურებულ სპორტის მუშაკებს, ვეტერან სპორტსმენებს, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათთვის საგანგებო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი და განხორციელებული. ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics