|
2024-02-07 14:57:01, 689 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - თუ გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, ევროკავშირის ანგარიში წაიკითხეთ
თუ გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, ევროკავშირის ანგარიში წაიკითხეთ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე" საუბრისას განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, აღნიშნულ ინდექსში მოყვანილი ინფორმაცია და დასკვნები შეუსაბამოა თავად ევროკავშირის ანგარიშებში არსებულ მონაცემებთან, რომლის თანახმადაც, საქართველოს პროგრესს მზარდი დინამიკა აქვს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს", რომელზეც თქვენ აპელირებთ, არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდან იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტია, თავად ექსპერტების შეფასებებს გამოხატავს და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას არ იღებს სამოქალაქო პლატფორმა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მე არ მესმის, რატომ გიხარიათ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ნეგატიური ინფორმაცია. თუ თქვენ გინდათ, რომ გაიგოთ, ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს, სადაც ძალიან ცალსახად და კარგად არის აღწერილი ქულები. ზოგადად, მე არ ვემხრობი ქვეყნის ასე დეტალურ შედარებებს ერთმანეთთან - ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში",- მიმართა დარჩიაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)