05:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 20:06:25, 616 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - როცა მივალ ზურაბიშვილთან, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე აუცილებლად დაველაპარაკები

მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც გვარამია აღნიშნავს, დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას და "განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს".

"ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. დღეს გაერთიანებები წარმოშობს შესაძლებლობას, მაგრამ ასევე განაწყობს საზოგადოებას, რომ იმოქმედოს. ეს არის აქ მნიშვნელოვანი. ადამიანები ნიჰილისტურ განწყობებში არჩევნებზე უბრალოდ არ მივლენ. მათ სჭირდებათ ძალის გამოსხივება და იმედის ჩასახვა და ამას სჭირდება გაერთიანება. ნებისმიერ შემთხვევაში, მე სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები. ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილვის საგანი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics