|
2024-02-05 12:21:02, 652 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაცმოძრაობა“ დაეშალა, გარდა ხაბეიშვილისა
არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, „ეს შეუქცევადი პროცესია და ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“. „ეს შეუქცევადი პროცესია. ის დაპირისპირება, რომელიც იკვეთება, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერ ვიტყვი, გადაჯგუფება მთლიანად ოპოზიციაში ხდება. რეალურად, ესენი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე. გუშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, დღეს „ლელოა“. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები „კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ და საკუთარი სამშობლო არ უყვართ". „ვიცით, რეალურად ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, საიდან იმართებიან. საზოგადოებამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ საიდან ფინანსდება, რატომ ფინანსდება, რა განცხადებებს აკეთებინებენ. მათ სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, ვისგან, ვიცით ყველამ და ამ დავალებებს ასრულებენ“, - დასძინა კალაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)