|
2024-02-03 16:13:41, 1049 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - როდესაც ახალი ადამიანი ხდება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, მას თავისი ხედვა, მუშაობის სტილი გააჩნია და ამ მხრივ კორექტივები იქნება
როდესაც იცვლება პერსონალია და ახალი ადამიანი ხდება პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, მას თავისი ხედვა, მუშაობის სტილი გააჩნია და ამ მხრივ კორექტივები, პოლიტიკური აქცენტები იქნება, რაზეც თავად ბატონი ირაკლი კობახიძე მოგახსენებთ. რაც შეეხება ძირეულ ახალ პროგრამას, ეს იქნება 2024 წლის არჩევნებისათვის წარმოდგენილი და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება ამ ახალი პროგრამის რეალიზება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან განმარტა, სამთავრობო პროგრამა მმართველი გუნდის ერთიან პოზიციას წარმოადგენს და მთავრობის წარმატებული მუშაობის ფონზე, აღნიშნული დოკუმენტი რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. "როცა მაგალითად, გახარია ამბობს, რომ ეს არის ძველი სამთავრობო პროგრამა, ჩვენ ამიტომაც გავეცით პასუხი, რომ ის სამთავრობო პროგრამა და სახელმწიფო ბიუჯეტი რომელიც წელს უნდა შესრულდეს, არის მთავრობის და პარლამენტის, ანუ ჩვენი გუნდის ერთობლივი პროდუქტი და ეს არის კარგი პროდუქტი და ამის ბოლომდე განხორციელება მოხდება. ის რაც წერია ამ ტექსტში [სამთავრობო პროგრამაში], არის პარტიის, მთავრობის და პარლამენტის ერთიანი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აქ რადიკალური და კარდინალური ცვლილება ობიექტურად ვერ შევიდოდა. მეორე, მთავრობის მოღვაწეობა იყო წარმატებული და გამომდინარე აქედან, რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცებულია, მივიღეთ ერთი თვის წინ და მასზე პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვს აღებული. აქედან გამომდინარე, არც აქ იქნება რაიმე ძირეული ცვლილება. თუ რა იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის აქცენტები და პოლიტიკური გზავნილები, ამას დავინახავთ, როდესაც ის სიტყვით გამოვა”, - განაცხადა ქადაგიშვილმა. მან ასევე ისაუბრა პროცედურულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ ორშაბათიდან კომიტეტებში დაიწყება მინისტრობის კანდიდატების მოსმენა, ხოლო 8 თებერვალს იგეგმება მთავრობის დამტკიცება. "პარლამენტის ბიურომ უკვე დაადგინა გრაფიკი. ორშაბათიდან მინისტრთა კაბინეტი მოდის პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენები იქნება, სადაც წარდგენილი იქნება პერსონალიების და მთავრობის პროგრამა. ამავდროულად, იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის შეხვედრა როგორც ოპოზიციასთან, ასევე უმრავლესობასთან და იგეგმება, რომ 8 თებერვალს, ხუთშაბათს, უკვე პლენარულ სესიაზე დამტკიცდეს მთავრობა”, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)