|
2024-02-02 09:14:47, 533 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე კობახიძეზე - საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
შენ როდესაც აშენებ ქვეყანას საპარლამენტო მოწყობის და საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში პრეცედენტი როცა ჩნდება, რომ ყველაზე აქტიური, ყველაზე შედეგიანი პარლამენტარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე გადადის ქვეყნის პირველ პირად სხვა ემოცია, სხვა მოლოდინი ჩნდება იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდება, იმიტომ რომ ირაკლიმ ყველაზე კარგად იცის რას ნიშნავს პარლამენტის როლი, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE=ში“ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძის შეეხებოდა. მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძისათვის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. „ჩვენ ხომ ბევრჯერ გვილაპარაკია ამაზე, ჩვენ ხომ ბევრი გვიმუშავია არა მხოლოდ კონსტიტუციაზე, კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონებზე, რეგლამენტზე, რეგლამენტში რამდენი ცვლილება შეგვიტანია, რამდენი დაგვინახავს მათ შორის მთავრობასთან ურთიერთობაში, ინტერპელაციის წესია, მინისტრის საათია და კიდევ უამრავი რამ, რაც ხშირ შემთხვევაში დისკუსიის საგანი ყოფილა. როგორ გაამართლა ერთმა, თუ მეორე ამ საკითხმა, საზედამხედველო მაკონტროლებელი ფუნქცია პარლამენტისა რომელში უფრო კარგად აისახა. ამ მსჯელობების და დისკუსიის ლიდერი და მოთავე ირაკლი იყო თავად და ჩვენ ხომ ამაზე პერმანენტული მუშაობა გვქონდა, სულ ამის დახვეწის პროცესში ვიყავით და შესაბამისად მთავრობის მეთაურის პოზიციიდან აი ამ როლის შესახებ ყველაზე კარგად მან იცის და ამ პოზიციიდან მე ვფიქრობ რომ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება, რაც დემოკრატიის შედეგია, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და ამ შემთხვევაში რაც არ უნდა სუბიექტური იყოს, იქნება ორივე მიმართულებით - მთავრობის მეთაურიც, როგორც ყოფილი პარლამენტის წევრი, უმრავლესობის ლიდერიც, პარლამენტის თავმჯდომარეც და ეს არის სიახლე და კარგი პრეცედენტი საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში", - განაცხადა მდინარაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)