|
2024-02-01 16:16:43, 663 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კობახიძე განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანია - გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება
ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, მენეჯმენტის განსაკუთრებული უნარებით, თავისი ქვეყნის მოყვარული, თავისი განსაკუთრებული ხედვებით და შესაბამისად, გვაქვს იმის უდავო მოლოდინი, რომ ის იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი,- ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე - "ირაკლი კობახიძეზე განაცხადეთ, რომ წარმატებული მენეჯერია, თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ მას არ აქვს გამოცდილება მენეჯმენტში, ეკონომიკურ ნაწილში არ ჰქონია ურთიერთობა და ვერ შეძლებს მართვას", მდინარაძემ უპასუხა, რომ კობახიძე 2016 წლიდან, პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის ლიდერის პოსტს იკავებდა, შესაბამისად, მას ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ ყველა სფეროსთან აქვს შეხება. "ყველაფერი შეიძლება მოიფიქრო და ირაკლი კობახიძეზე გამოუცდელი არ უნდა თქვა. ირაკლი კობახიძეს გამოუცდელს რომ დაუძახებ, შენ თვითონ გავნებს ეს ამბავი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ირაკლი კობახიძემ პარტია როგორი წარმატებით მართა და პარტიული სტრუქტურები როგორ ააწყო, ეს ძალიან კარგად გვახსოვს. ამის გარდა, ეს ადამიანი 2016 წელიდან არა მხოლოდ პარლამენტის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, უმრავლესობის ლიდერის და ა.შ. - ამ თანამდებობას იკავებდა და რა გგონიათ, ეკონომიკასთან არ გვაქვს შეხება, თუ რომელიმე სფეროსთან, რაც ქვეყნის მართვასთან არის დაკავშირებული? რბილად რომ ვთქვათ, რა არარელევანტური შედარება, დახასიათება უნდა იყოს, რომ 2016 წლიდან პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირს, თურმე, შეხება არ ჰქონია ეკონომიკასთან",- თქვა მდინარაძემ.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)