|
2024-02-01 11:59:00, 957 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და AzRy-ის პარტნიორობით, ბანკში ფულადი გზავნილების ახალი მოდული დაინერგა
ბაზისბანკი და ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანია AzRy წელიწადზე მეტია წარმატებით თანამშრომლობენ, ბანკის მიერ კომპანიის პროგრამული გადაწყვეტილებების გამოყენების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უმარტივებს ბაზისბანკის მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას. ბაზისბანკსა და AzRy-ს პარტნიორობის შედეგად ბოლო ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ბანკში დაინერგა, არის ფულადი გზავნილების მოდული, რაც გულისხმობს ბანკის ფილიალებში გზავნილის მარტივ, ერთ სივრცეში მართვას როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების კუთხით. ბაზისბანკის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს თანხა დროის მოკლე მონაკვეთში სალაროს მეშვეობით ან დაირიცხოს გზავნილი ბაზისბანკში არსებულ პირად ანგარიშზე. აღნიშნული პროექტის დანერგვის პარალელურად, ფულადი გზავნილების მიმართულებით ბაზისბანკს კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. ბანკმა თანამშრომლობა დაიწყო ფულადი გზავნილების ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ ამერიკულ სისტემასთან - Ria, რომელიც 1987 წლიდან ოპერირებს და გასული წლის არსებული სტატისტიკის შესაბამისად ქართულ ბაზარზე მესამე ადგილზეა რეიტინგული ფულადი გზავნილების სისტემებს შორის. Ria-ს მეშვეობით გზავნილის მიღება და გაგზავნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში, 540 000-ზე მეტი პუნქტის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)