|
2024-01-31 12:53:03, 1227 ნახვა
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა. "გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან თუ მედია ორგანიზაციებთან, რომელთან თანამშრომლობითაც აჭარის რეკლამირება და პოზიციონირება მიმდინარე წელს იგეგმება. საერთაშორისო გამოფენებზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაცია 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე იგეგმება, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთში, ჩინეთსა და მეზობელ ქვეყნებში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)