|
2024-01-29 18:21:37, 1021 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ღარიბაშვილმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა, განახლება მოხდეს
ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა მოხდეს განახლება და ახალი შემადგენლობით მთავრობამ უზრუნველყოს ახალი რეალობის მართვა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან ღირსეული არგუმენტი დაასახელა, როდესაც თქვა, რომ გუნდში არის არაერთი გამორჩეული ლიდერი და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. „ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ჩამოთვალა ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტები. ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია, პერიოდულად პარტიაში არის ცვლილებები და ეს ნორმალურია, ეს ხდება კონსულტაციების გზით და ყველა რესურსის მაქსიმალური გათვალისწინებით. მან ასევე ისაუბრა როტაციის პრინციპზე და ძალიან ღირსეული არგუმენტი დაასახელა, როდესაც თქვა, რომ გუნდში არის არაერთი გამორჩეული ლიდერი და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ. დამატებით ვიტყოდი, რომ 3 წლის განმავლობაში იყო ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი და თან უკვე მეორედ - თუნდაც ევროპული სტატისტიკით ეს არის საკმაოდ კარგი პერიოდი. ნებისმიერი პრემიერისთვის. მან ასევე თქვა, რომ თვლის, რომ შეასრულა პრიორიტეტული ამოცანები. როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ დროა მოხდეს განახლება და ახალი შემადგენლობით მთავრობამ უზრუნველყოს ახალი რეალობის მართვა. ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის მოდელით მუშაობს, გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, პარლამენტის როლი ქვეყნის მართვაში არის გაზრდილი და ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ახალი პრემიერი, უკვე საპარლამენტო გამოცდილებით, გადადის სამუშაოდ მინისტრთა კაბინეტში“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და პოსტს 2015 წლის დეკემბრის ბოლომდე იკავებდა. მეორედ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვალს გახდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)