11:01 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 12:17:44, 1005 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - „ლელომ“ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესი მათთვის საინტერესო არ არის

„ლელომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებული  პროცესი მათთვის საინტერესო არ არის. როგორც 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ  არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ და  საბოტაჟს ეწეოდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ და თუ რა შედეგს მოუტანს  ასეთი პოლიტიკა, ამაზე ჩვენი საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს,- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელომ" „კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო და მათი არჩევანია, თუ როგორ იმოქმედებენ".

„პროცესი გრძელდება და იმ პასუხისმგებლით, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე გვაქვს, მუშაობას გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი წინსვლა ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასამკვიდრებლად",- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე,  საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics