|
2024-01-28 15:33:34, 559 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ დელეგაცია ანკარაში „შუა დერეფნის“ საერთო კრებას დაესწრო
"საქართველოს რკინიგზის" დელეგაცია, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, "შუა დერეფნის" მონაწილე ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების, საპორტო ინფრასტრუქტურის და საზღვაო გადამზიდავების ხელმძღვანელებმა 2023 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და შედეგები წარადგინეს, ასევე 2024 წლის გეგმებზე ისაუბრეს. "ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისადმი მიძღვნილი "მრგვალი მაგიდაც" გაიმართა. დისკუსიებში, რომელიც "შუა დერეფანში" არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხებოდა, საერთაშორისო ინსტუტების ექსპერტები, ტვირთმფლობელები, ფორვარდერები, თურქეთის და "შუა დერეფნის" ქვეყნების ბიზნესწრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებული ერთობლივი კომპანიიის Middle coridore Multimodal LTD -ის მმართველობის პირველი საერთო კრებაც გაიმართა. შეხვედრაზე ახლად დაფუძნებული კომპანიის მიერ უახლოეს თვეებში განსახორციელებელი ორგანიზაციული და საოპერაციო საქმიანოებები განიხილეს",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)