|
2024-01-26 14:48:04, 1332 ნახვა
რეგიონი
როლანდ ბერიძემ საკრებულოს სხდომაზე 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, საკრებულოს N01-06/01 მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებს, მერიისა და მედიის წარმომადგენლებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, მერმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის პროგრამების, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის, შესყიდვების შესახებ. „ასევე, ისაუბრა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და დღეის მდგომარეობით ბუნებრივი აირით 185-მდე ოჯახია უზრუნველყოფილი; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყო 767 ერთეული გარეგანათების ბოძი და დაეგო 1 259 კბმ რკინა-ბეტონის საფარი; დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩა N 13 და 15 ში მდებარე ტერიტორიაზე, დასრულდა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი პარკის მშენებლობა; აშენდა ქვედა აქუცისა და ვაიოს დამაკავშირებელი გზა; აშენდა ხანდაზმულთა კლუბი; აშენდა ახალი სასწრაფოს შენობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 მინი სპორტულ მოედანს. პრეზენტაციის დასასრულს მერმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)