17:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-25 21:26:49, 758 ნახვა

საზოგადოება
„წონაში მოიმატა, თუმცა ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია“ - სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა სააკაშვილი მოინახულეს

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილასახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია.

მისივე შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია.

„წონაში მოიმატა, კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპათია როგორიც იყო, წონასწორობის კარგვა, ისევ ისეა. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვფიქრობ, არასტაბილურია, ესეც არ შეცვლილა. ჩემი აზრით, დეპრესიაც არის, შფოთვაც რჩება. მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა, ხოლო ოპტიმალური იქნება, თუ სახელმწიფო CPT-ის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics