|
2024-01-18 14:57:28, 811 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ი CPT-ს ანგარიშზე - კიდევ ერთი დასტურია, რომ სააკაშვილი ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია
„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც პარტია „ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის" (CPT) ანგარიშთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გამოწვეულია "ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებით". "პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააანონსა და საქმეების არაღძვრის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება კლინიკა „ვივამედში“, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული. „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივამედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.“ „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" ითხოვს, რომ „ვივამედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივამედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს. „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი" ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი. „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის" შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია. ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებით და იგი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა" კლინიკა „ვივამედის" დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიცაა მოხსენიებული.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)