|
2024-01-18 13:11:27, 727 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - პირველი შემთხვევა არაა, რომ კონტრაქტორები ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ - ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხად განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე დათქმულ ვადაში - იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. „მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა. „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)