|
2024-01-16 14:12:50, 604 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - აუცილებელია, წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის გვქონდეს ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიმდინარე ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს როლის გაძლიერებას სავაჭრო ურთიერთობების მიმართულებით, ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო დაეხმარება. მისი თქმით, "წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აუცილებელია, დადებითი ურთიერთობების დამყარება ისეთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია". ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ბიზნესმენებს სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება. „როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე და ჩვენი როლის გაძლიერებაზე საერთო სავაჭრო ურთიერთობებში, ჩინეთს უზარმაზარი მნიშვნელობის როლი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული. ამ თვალსაზრისით, ეს თანამშრომლობა არის ძალიან ხაზგასასმელი, ვინაიდან აუცილებელია, რომ წარმატებული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ჩვენ გვქონდეს პოზიტიური ურთიერთობები ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც ჩინეთია. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, რომელიც ხელს აძლევს ნებისმიერ ბიზნესმენს, აწარმოოს ბიზნესი საქართველოში და შესაბამისად, ჰქონდეს კონტაქტები და სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ევროკავშირთან",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)