|
2024-01-16 12:00:54, 521 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ეკლესიას, პატრიარქს შეუძლიათ, თქვან, რომ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი დამოუკიდებლობისთვის მზად საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა
ქართულ ეკლესიასა და პატრიარქს შეუძლიათ, თქვან, რომ დიდწილად სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მცდელობები, რომ „ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი, საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს". „1970-იან და 80-იან წლებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის მოძრაობის ხელახლა დაბადების ადგილი იყო. პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მიიღო თავის მრევლში ახალგაზრდა დისიდენტები და სულიერი საზრდო მისცა მათ პატრიოტულ ოცნებებს დამოუკიდებლობაზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და პატრიარქს შეუძლიათ თქვან, რომ, დიდწილად, სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ქართველი ხალხი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე აღმოჩნდა მზად დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს თავისუფლებისთვის მტკიცე მებრძოლებისთვის, ალბათ, ძალიან მტკივნეულია, როდესაც მათ ბრალად პრორუსულობას სდებენ. ამიტომაც, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთის გაგრძელებად წარმოაჩინონ, არა მარტო არასწორი, არამედ დასაგმობია, ვინაიდან ეს მცდელობები საზოგადოების გახლეჩას იწვევს, დასავლელ პარტნიორებში კი, საეჭვო „აღქმებს“ წარმოშობს. ყველასათვის ცხადია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და მისი წინამძღოლი ხალხის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ, რადიკალების შეტევები ეკლესიაზე თითქოსდა „ევროპული“, „ლიბერალური“ და „დასავლური“ კვარცხლბეკიდან არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად ლიბერალიზმისა და დასავლეთის იდეას აზიანებს. ამგვარი მტრული რიტორიკის შედეგად ზოგიერთმა ადამიანმა, შესაძლოა, მართლაც იფიქროს, რომ დასავლური ღირებულებები შეუთავსებელია ქართულ ტრადიციებთან და რწმენასთან. ამგვარ ანტისაეკლესიო რიტორიკას საზოგადოება სულაც არ აღიქვამს, როგორც დრომოჭმული ტრადიციების კრიტიკას პროგრესული ძალების მხრიდან. პირიქით, ქართველების უმრავლესობას ეს კამპანია ეკლესიაზე ბოლშევიკების თავდასხმას აგონებს, რომელმაც ქართული სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი გაანადგურა. არ არის გასაკვირი, რომ რადიკალები, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი პარტიები, როგორებიცაა „დროა“, „გირჩი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“, ხალხში ნეობოლშევიკებად მოიხსენებიან. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ არ გააიგივოს ეს რადიკალები დასავლურ ლიბერალიზმთან, როგორც ისინი თავს წარმოაჩენენ. ამგვარი აღქმები პოტენციურად დამაზიანებელია ქართველების უდიდესი ნაწილის სურვილისათვის, მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაცია“, - წერს პაპუაშვილი. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ეკლესიის ღირებულებებს იზიარებს, თუმცა საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია. „ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა, ახლა ჩვენი ისტორიის ახალი დიდი ეტაპისკენ, ევროკავშირის წევრობისაკენ მივყავართ. რადიკალების ცილისმწამებლური კამპანიის ნამდვილი მიზანი არა ეკლესიაზე გულწრფელი ზრუნვა, არამედ ეკლესიისა და ხელისუფლების დაზიანება და ჩვენი საერთო ისტორიული ძალისხმევისთვის ხელის შეშლაა“, - დასძინა პაპუაშვილმა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)