|
2024-01-12 18:42:11, 786 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ რუსული ხომალდები შესაძლოა წელს მიიღოს
სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს, მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, - ამის შესახებ დროებითი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სერგეი შამბა აცხადებს. როგორც შამბა აღნიშნავს, რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აღებულ ვალდებულებებს ასრულებს და იგივეს გააკეთებს აფხაზური მხარეც. "სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების არანაირი შემთხვევა არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ", - განაცხადა შამბამ. ცნობისთვის, 2023 წლის 24 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემების ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ქალაქ ოჩამჩირეში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო თვითმფრინავებისგან, თუმცა უკრაინა მტერს "ყველგან მიწვდება". მანამდე, 5 ოქტომბერს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა გაიხსნება.
თეირანმა ქუვეითში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)