|
2024-01-11 10:47:32, 835 ნახვა
საზოგადოება
პეტიცია - „სამების ტაძრიდან გატანილ იქნას იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ხატი“
საქართველოს საპატრიარქოსგან მოვითხოვთ, რომ აღკვეთილ იქნას ეს ფატალური და ქართველი ერისთვის დამამცირებელი შეცდომა და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანილ იქნას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ნახატი, - ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეების მიერ შედგენილ პეტიციაშია აღნიშნული. „ექსპრესნიუსი" პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "იოსებ სტალინი, საბჭოთა დიქტატორი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს გასაბჭოება, ქვეყანაში სისხლის გუბეების დაყენება და საქართველოს ჩამოშორება ცივილიზებული სამყაროსგან ხანგრძლივი ვადით, არ უნდა იყოს გამოფენილი ქართულ ტაძარში. სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიები, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი ისევე, როგორც ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია! ეს ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული ჩვენს ათასობით თანამემემულის ხსოვნას. ასევე, ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც სტალინური რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახების შეურაცხყოფად. გარდა ამისა, ეს არის იმ იდეის უგულებელყოფა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი მერაბ კოსტავა! ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, საქართველოს საპატრიარქოსგან მოვითხოვთ, რომ აღკვეთილ იქნას ეს ფატალური და ქართველი ერისთვის დამამცირებელი შეცდომა და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანილ იქნას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ნახატი!" - ნათქვამია პეტიციაში. პეტიციაზე ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს. შეგახსენებთ, თავდაპირველად წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ინფორმაცია დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. 6 იანვარს, ჭიღლაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხატის ფოტოები და ამბობდა, რომ ის თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი იყო გამოსახული. აღნიშნულის შემდეგ, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა. მოგვიანებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ხატი სამებას მათ შესწირეს. 9 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამების ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში აქტივისტმა, ნატა ფერაძემ გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქართველოს საპატრიარქომ კი, სამებაში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის გარეშე დაშვება 2 დღით შეზღუდა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)