|
2024-01-07 11:17:57, 644 ნახვა
საზოგადოება
პაპუაშვილი - ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ვუყვარვართ უფალს - სრულიად საქართველოს და ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები წმ. სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრნენ. საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე მოისმინა. საშობაო წირვის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა ქრისტიანულ სამყაროს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა. „სრულიად საქართველოს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს ვულოცავ შობას! სიყვარული და სიკეთე ყოფილიყოს ყველას გულში, ყველას ოჯახში, ყველა ქვეყანაში. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ვუყვარვართ ჩვენ უფალს, გვახსენებს, რომ ჩვენი სული არის უკვდავი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენგანმა აღმოვაჩინოთ ღმერთი ჩვენს გულში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვან საკითხებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, მშვიდობის მნიშვნელობას. ვფიქრობ, რომ ყველა ვერ აცნობიერებს ბოლომდე, თუ რამდენად უფსკრულის პირზე დგას სამყარო იმ ომებით, რომელიც დღეს მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით უნდა ჰქონდეს ყველას გაცნობიერებული, თუ რამდენად მოსაფრთხილებელია მშვიდობა და რამდენად ახლოსა არასტაბილურობა, რომელიც, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება გადაიზარდოს იმ უბედურებად, რომელიც ჩვენს რეგიონში ტრიალებს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანია, რომ ომები, რომლებიც მიმდინარეობს დასრულდეს, დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და დაისადგუროს მშვიდობამ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)