02:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-03 16:17:22, 896 ნახვა

საზოგადოება
თბილისი ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ევროპულ ადგილმდებარეობებს შორის დასახელდა

„ათი საუკეთესო ადგილი ევროპაში ახალი წლის გასატარებლად" - ჟურნალ „ფორბსის" ამ სახელწოდების პუბლიკაციაში, რომელიც ორგანიზაცია „საუკეთესო ევროპული დანიშნულების ადგილების" (european best destinations) რეიტინგს ეხება, თბილისის მეხუთე საუკეთესო დანიშნულების ადგილად დასახელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება
აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან
სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის
სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია
დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში
შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისი
საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე
იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის
საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია", - წერს „ფორბსი". 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics