|
2023-12-30 16:16:12, 2362 ნახვა
საზოგადოება
სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბრიგადის საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ცენტრის აღსაზრდელებმა იზრუნეს. „ღონისძიებაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებისთვის საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც მათ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სამხედროების პირადი აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს და ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)