|
2023-12-30 15:33:16, 1043 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას წაადგება
მნიშვნელოვანი დღეა - „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო. „პარტია „ქართული ოცნების" რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში. ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა. ვაგრძელებთ ამ გზას - დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)