|
2023-12-27 15:05:45, 1343 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ
ბათუმში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „შერატონი“, საუკეთესო ჰოსტელად „ჰოსტელი 47“, ყველაზე პოპულარულ კაფე/რესტორნად „გა.ზაფხული“, ხოლო საუკეთესო სასტუმროდ „მონარქი“დასახელდა. "სოფლად საუკეთესო განთავსების ობიექტის ნომინაციაში გაიმარჯვა შატომ „ივერი“, ხოლო პოპულარულ ღვინის მარნის ნომინაციაში შატომ „კვირიკე“. გარდა ამისა, მთიან აჭარაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის ტიტული მწვანე ტბამ და გოდერძის ალპურმა ბოტანიკური ბაღმა, ხოლო პოპულარული დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
"მაგნოლიას" დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. აღნიშნული ჯილდო გასულ წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაწესდა.
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს. „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს 2023 წელს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების, სექტორისა და ონლაინ ჯავშნების სისტემების შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)