|
2023-12-27 14:15:59, 518 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა - საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენა შოთა ტყეშელაშვილმა გახსნა
საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შოთა ტყეშელაშვილმა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა, რომლებიც ოქტომბერში, პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა არჩევნების გზით აირჩიეს. "საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში საქართველოს პროკურატურის როლს და უწყების წარმომადგენლებს ქვეყნის ისტორიული წარმატება მიულოცა. შოთა ტყეშელაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობით, პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებების პარაფირება განხორციელდა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)