|
2023-12-26 22:49:24, 574 ნახვა
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძე - საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი
ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემაში „ქრონიკა 17:00-ზე“ სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება „საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“, - განაცხადა ბურჭულაძემ. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც საქართველოს სამი წელია ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში. „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოჯისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად“. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ნატოსთას, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)