|
2023-12-25 10:09:46, 792 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ცხოველზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
24 დეკემბერს, გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი ჩანს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმერეთის რეგიონში მოხდა. ამ დროისთვის ძაღლი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი. "კლინიკაში შემოყვანილ იქნა ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც აღენიშნება თავის ტვინის ტრავმა. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა. პროცედურების მიხედვით, დადგენილ იქნა, რომ ფილტვები არის შეშუპებული. გულ-მკერდის არეში აღენიშნება პნევმატური იარაღის ტყვია, სავარაუდოდ. დაზიანებული აქვს თავის ქალის მთლიანობა. ამ ეტაპისთვის უტარდება ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ძაღლი რჩება კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში",- ამბობს "ვეტერინარული სამედიცინო ცენტრის" ვეტერინარის ასისტენტი ზაქარია პატარკაცაშვილი. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)