|
2023-12-23 15:17:14, 609 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის გამგეობის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე მოსახლეობის წინაშე გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშით წარდგა. 2023 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 27 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ცნობით, ირაკლი ანდღულაძემ ყურადღება მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა და მომავალი წლის გეგმებზეც ისაუბრა. "საგზაო ინფრასტრუქტურა 55 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები - 117 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე ქსელი 9 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 14 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 18 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 7 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განთარებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“, მიმდინარე წელს 215 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 52 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 63 კორპუსში ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 18 000-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. 2023 წელს ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 10 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, საახალწლო ღონისძიება კი, წლის ბოლოს ჩატარდება. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე, ასევე, დედაქალაქის მერიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რაიონის გამგებლები ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)