|
2023-12-22 15:08:23, 626 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ოპოზიციაზე - როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ
არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ოპოზიციის ყველა მცდელობა ფიასკოისთვისაა განწირული. "დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ სხვა გზა და არჩევანი არ აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. არავითარი რესურსი არ აქვთ მათ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით დაიბრუნონ ძალაუფლება. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც სჭირდება ერთი და იგივე რესურსი - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა არის განწირული ფიასკოსთვის",- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)