|
2023-12-21 13:35:34, 712 ნახვა
პოლიტიკა
ფავლენიშვილი - საშუალება რომ ჰქონდეთ, შეიძლება, თვალებიც დათხარონ სააკაშვილს - ეს არის გახარიას და მისი გუნდის ხელწერა
გახარიასა და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით. ამიტომ, პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის" განცხადებას. ფავლენიშვილის თქმით, "ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება, სააკაშვილს თვალებიც დათხარონ". „გახარიას და მისი გუნდის ხელწერა არის პატრიოტების დასჯა და დასახიჩრება კრემლის ბრძანებით. ამიტომ, პუტინის ტყვის წინააღმდეგ მათი გალაშქრება, რა თქმა უნდა, არ არის მოულოდნელი და არც ის იქნება გასაკვირი, რომ დასჯა უფრო მკაცრი მეთოდებით, თვალების დათხრა რომ მოითხოვონ ამ ადამიანებმა, მით უმეტეს ადამიანური თვალსაზრისით, პატიმრის დაბადების დღეზე საქართველოში პატიმრის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების მოთხოვნა, რომელ ადამიანობაში, რომელ ქართულ ეთიკაში ჯდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები კრემლის ბრძანებას ასრულებენ ხოლმე პატრიოტების წინააღმდეგ, მათ შორის ახლაც რომ ჰქონდეთ საშუალება, შეიძლება, თვალებიც დათხარონ მიხეილ სააკაშვილს და დაასახიჩრონ კიდეც, რადგან ეს არის მათი ხელწერა - პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლა და მათ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს საქართველოში ცხოვრების და პოლიტიკური მოღვაწეობის უფლება, რაც არის კრემლის მთავარი ინსტრუქცია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს საშუალება ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღების",- განაცხადა ფავლენიშვილმა. ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)