|
2023-12-20 17:45:24, 645 ნახვა
საზოგადოება
9 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი 9 ქვეყნის არარეზიდენტი ელჩი თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია. იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბრენდის კონცეფცია და ის თანამედროვე მიდგომები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ. "იუსტიციის სახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას იუსტიციის სახლის, როგორც ქართული ინოვაციის საერთაშორისო დონეზე გატანა და ბრენდის ექსპორტი წარმოადგენს. სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილების გაზიარება, დელეგაციის წევრებს თავიანთ ქვეყნებში ანალოგიური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას აძლევს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლში დანერგილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური სიახლეებიც გააცნო",- აღნიშნულია იუსტიციის სახლის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)