|
2023-12-20 12:37:46, 1278 ნახვა
პოლიტიკა
„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - ცესკოს ქმედებები წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან
ცესკოს ქმედებები წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან, - ამის შესახებ პარტიების "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიების ცნობით, საქმე "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" მიერ 5 დეკემბრიდან დაწყებულ კამპანიას "საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში" ეხება, რომელიც ერთ მილიონამდე ქართველი ემიგრანტისათვის საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებას ემსახურება. "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "1. ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ადასტურებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არანაკლებ 50 ამომრჩევლისთვის, ცესკო ვალდებულია, გახსნას საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ; 2. ცენტრალური საარჩევნო კომისია საკუთარ ოფიციალურ წერილში იყენებს ზუსტად იმავე სამართლებრივ ნორმას, რომელიც პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მიერ არის გამოყენებული ემიგრანტების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად; 3. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილში განმარტავს, რომ მონაცემები უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ უნდა მიიღოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და არა უშუალოდ მოქალაქეებისგან. აღნიშნული ჩვენთვის ცნობილია კამპანიის დაგეგმვის პროცესიდან. სწორედ ამიტომ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მიმართვას აგზავნიან არა მხოლოდ ცესკოში, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. 4. ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილში განმარტავს, რომ მისი უშუალო პასუხისმგებლობაა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა. სამწუხაროა, რომ ცესკოს ქმედებები წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან. ცესკოს მიერ წერილში მითითებული ნორმის საფუძველზე, 5 დეკემბრიდან მოყოლებული, შესაძლებელი გახდა ქართველი ემიგრანტების მსოფლიოს 9 ქვეყნის 44 ქალაქში მობილიზება, რაც მათ მაღალ მოტივაციაზე მეტყველებს, მონაწილეობა მიიღონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ფონზე, გაურკვეველი რჩება, რატომ ვაწარმოებთ ამ კამპანიას ჩვენ და არა თავად ცესკო. მეტი ენთუზიაზმითა და ენერგიით ვაგრძელებთ კამპანიას „საარჩევნო ყუთი თქვენს ქალაქში“ და ვთხოვთ ქართველ ემიგრანტებს მაქსიმალურ ჩართულობას", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ, 19 დეკემბერს, "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და "დროას" კამპანიას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გამოეხმაურა და საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)