11:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 12:28:34, 673 ნახვა

პოლიტიკა
დავითაშვილი - ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია

ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, რუსეთის მიმართ ხელისუფლება "არანაირ კომპრომისზე წამსვლელი არ არის".

"თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმენაირი ფორმით დღეს საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია [რუსეთთან], როგორც იყო გავრცელებული საზოგადოებაში არასწორად ინფორმაცია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის.

საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია, თუ რაღაც, თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე, მე გეუბნებით, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ", - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტებმა" დაიბარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics