|
2023-12-18 09:30:38, 533 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებზე - ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს „ნაცური თავხედობა“ აღარ დავუშვათ
კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც არათუ ქველმოქმედებას არ ეწეოდა საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ, პირიქით, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაეძარცვა საკუთარი ქვეყანა, სახელმწიფო, თანამოქალაქეები. ბიზნესის რეკეტი, ჯარის ძარცვა, ახლა უკვე ევროპელი პენსიონერების ძარცვა არის ის, რაც არის კეზერაშვილის წარსული და აწმყო, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედის კვირა" განაცხადა. კობახიძის თქმით, "ნაცური თავხედობაა, როდესაც დავით კეზერაშვილის ტელევიზია აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ". მისი განმარტებით, მსგავს ფაქტებს, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით, თუმცა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს პასუხი. "ამას მე ვუწოდე "ნაცური თავხედობა" და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა გაეცეს მას პასუხი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ კანონის მთელი სიმკაცრით. უბრალოდ, არ შეიძლება ასე მარტივად იმის მოთმენა, რომ ყაჩაღი კეზერაშვილი აკეთებს ნეგატიურ სიუჟეტს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, "ნაცური თავხედობა". რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის უფლებების სტანდარტები, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური თავისუფლების სტანდარტები - ეს ყველაფერი დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. მაგრამ ამ ფარგლებში, რასაც ჰქვია კონსტიტუციის ჩარჩოები, ადამიანის უფლებების სტანდარტები, ყველაფერი გაკეთდება, რომ მომავალში ეს "ნაცური" თავხედობა, მათ შორის, ამ ფორმით, აღარ დავუშვათ", - განაცხადა კობახიძემ.
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)