11:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 19:56:58, 991 ნახვა

პოლიტიკა
ფოტიგა - ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ძალიან ბედნიერი ვარ

ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ძალიან ბედნიერი ვარ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანნა ფოტიგამ "მთავარ არხის" ეთერში განაცხადა.

როგორც ფოტიგა აღნიშნავს, ევორპარლამენტი უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ გზებს მხარს უჭერს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან ბედნიერი დღეა ქართველებისთვის. მინდა გითხრათ, რომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ. რადგან, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შემდეგ პარლამენტის წევრი, მომსწრე ვარ ყველა ნაბიჯის, რომელსაც საქართველო დგამდა ევროპისკენ. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული პროცესის დასასრული და ასევე სიმბოლური მომენტი. ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა აღდგა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. საბედნიეროდ, ზოგიერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, როგორებიცაა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირში გაერთიანება უფრო ადრე მოახერხა და ახლა კი სხვა ქვეყნების ჯერიც დადგა. უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს", - განაცხადა ფოტიგამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics