11:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 18:41:26, 814 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ასევე, თავიდან ავიცილეთ ომი და უბედურება

ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც ღონისძიება „ღირსებით ევროპისკენ“ იმართება.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანამ ასევე აიცილა მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება და ამასთან ერთად ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა.

„მე მინდა გითხრათ, რომ ეს გზა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე. ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ და ერთად დავამარცხეთ ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრები, ის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ასევე თავიდან ავიცილეთ მთავარი განსაცდელი - ომი და უბედურება. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, დავიცავით ჩვენი ხალხი და ქვეყანა, გავაძლიერეთ საქართველოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება, ევროკავშირის წევრი ქვეყნებს ელჩებს - ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს და მივიღე მათი მილოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ერთიან მმართველ გუნდს, ყველა საჯარო მოხელეს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუნა ლოცულაშვილმა, რომელზეც გორში, პოლიციელებმა დაკავების დროს ჯგუფურად იძალადეს, კლინიკა დატოვა
გორში პოლიციის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics