14:16 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 11:55:16, 703 ნახვა

საზოგადოება
„ერთგული“ მომხმარებელს საახალწლო აქციებს სთავაზობს

​„თიბისის“ ლოიალობის პროგრამა ​„ერთგული“ ზუსტად 1 თვის წინ განახლდა და მომხმარებლები უკვე „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას აგროვებენ ერთგულ ქულებს.

ქულები გროვდება ყველგან, სადაც „თიბისის“ პოს ტერმინალია, ხოლო „თიბისის“ 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში მომხმარებლები, ყოველ გადახდაზე, უფრო მეტ ქულას აგროვებენ.

წინასაახალწლოდ მომხმარებლები გულმოდგინედ არჩევენ ოჯახისა და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს, რაც ერთგულმაც გაითვალისწინა და მათ მოლოდინებს სპეციალური საახალწლო შეთავაზებებით უპასუხა.

9 ტოპ შეთავაზება მომხმარებელს სოციალურ მედიაში, „ერთგულის“ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდზე დახვდება. შეთავაზებები ვრცელდება, როგორც სადებეტო, ისე - საკრედიტო ბარათებზე. აღნიშნული შეთავაზებებით შესაძლებელია მეტი ერთგული ქულის დაგროვება საყვარელ ობიექტებში შოპინგისას, ან ქულების დახარჯვა სპეციალური ფასდაკლებით.

საახალწლო შეთავაზებების პარალელურად, ციფრულ ბანკში მომხმარებლებს „ერთგულის“ თამაში - გულების მარათონი ელოდება. თამაშში მონაწილეებს განხორციელებული ტრანზაქციების სანაცვლოდ, ერთგული 10-დან 1000-მდე ერთგული ქულის და 4 მთავარი ფულადი პრიზის — 20 000 ლარის მოპოვება შეუძლიათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics